კლასის ასისტენტი
"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.
ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას.
https://millennium-school.org
ვეძებთ კლასის ასისტენტს, რომელიც დამრიგებელთან და მასწავლებლებთან ერთად იზრუნებს კლასის თითოეული მოსწავლის კეთილდღეობასა და განვითარებაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- ეხმარება დამრიგებელს კლასში უსაფრთხო, მხარდამჭერი და მოწესრიგებული გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში;
- აკვირდება მოსწავლეთა ქცევას, ჩართულობასა და კეთილდღეობას და დაკვირვებებს დროულად უზიარებს დამრიგებელს;
- გაკვეთილების მსვლელობისას, მასწავლებლის მითითებით, ინდივიდუალურ ან მცირე ჯგუფურ მხარდაჭერას უწევს მოსწავლეებს, რომლებსაც დამატებითი დახმარება სჭირდებათ;
- ზედამხედველობს მოსწავლეებს შესვენებებზე, სასადილოში, ეზოში და სკოლის შენობაში გადაადგილებისას;
- ეხმარება მასწავლებლებს სასწავლო მასალებისა და რესურსების მომზადებასა და კლასის სივრცის ორგანიზებაში;
- სკოლის ფსიქოლოგთან და დამრიგებელთან ერთად ხელს უწყობს მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის განხორციელებას;
- მონაწილეობს კლასის საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური პროექტების, ექსკურსიებისა და ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში;
- დამრიგებლის მითითებით ეხმარება კლასის დოკუმენტაციის წარმოებაში, მათ შორის, ელექტრონულ ჟურნალში;
- მონაწილეობს სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში და მხარს უჭერს სკოლის ღირებულებებსა და კულტურას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ან ბაკალავრიატის ბოლო კურსის სტუდენტი (სასურველია განათლების, ფსიქოლოგიის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით);
- მასწავლებლის ასისტენტად ან კლასში მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება;
- სასურველია სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება (როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების სფეროში);
- ბავშვის განვითარებისა და სოციალურ-ემოციური სწავლის საფუძვლების ცოდნა;
- ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების საბაზისო უნარი;
- კოლეგებთან და მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის, გუნდში მუშაობისა და ორგანიზებულობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ემპათია, მოთმინება, ინიციატივა და სწავლის სურვილი.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესის მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეული კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. აუცილებელია, რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს Subject-ის ველში.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 30 ნოემბრის ჩათვლით.
განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2026-2027 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.
სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესისა და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე https://millennium-school.org.