მიმტანი
კაფე "ნატურალსი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები
- მომხმარებლების შეკვეთის მიღება და სერვისის განხორციელება კომპანიაში განსაზღვრული სერვისის სტანდარტების მიხედვით;
- სამზარეულოს და ბარის მენიუს, ყავის მარცვლის და ტექნიკის შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება;
- სამზარეულოს, შეკვეთის მიმღებისა და სერვისის გუნდის წევრებს შორის სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- სტუმრის მხრიდან კომენტარის გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
- სტუმრებისთვის ჩვენთან სტუმრობის სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა.
დამატებითი ინფორმაცია:
მოთხოვნები:
საჭირო უნარები და ცოდნები
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მეილზე (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება)