ანაზღაურებადი სტაჟირება საგადასახადო მიმართულებაში
"BDO Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საგადასახადო მიმართულებაში
"BDO Georgia" არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 169 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
მიმდინარე საგადასახადო კანონმდებლობის და შესაბამისი პრაქტიკის ცოდნა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სწორი და მდგრადი ბიზნესგადაწყვეტილების მისაღებად. BDO-ს საგადასახადო მიმართულების გუნდი სისტემურად აკვირდება კანონმდებლობის ცვლილებებს და ეხმარება კომპანიებს დარჩნენ რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში, უზრუნველყონ რისკების მართვა და ცვლილებების ეფექტიანი ინტეგრაცია ოპერაციულ საქმიანობაში. მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: https://bdo.peopleforce.io/careers/v/231531-
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 15.09.2026
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.