გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

VC27RV8Q გამოქვეყნდა 9 ნოე 12 ნახვა

ტექნიკური მენეჯერი

ახალი ხედვა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

"ახალი ხედვა" წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ღაბაშების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანიის კომერციული სტრუქტურა აერთიანებს კორპორატიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯმენტს, მარკეტინგსა და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 სთ

კომპანიის ფილიალების, ოფისების, საწყობების, საწარმოო სივრცეების, ავტოპარკისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტექნიკური რისკების მართვა და ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანი განხორციელება.

ინფრასტრუქტურის მართვა

  • ფილიალების, ოფისების, საწყობებისა და საწარმოო სივრცეების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • საინჟინრო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური გაუმართაობების აღმოფხვრა საკუთარი ძალებით ან, საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორის მეშვეობით;
  • პრევენციული ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა და კონტროლი.

მცირე ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულება

  • დაბალი ძაბვის ფარგლებში ელექტრო სამუშაოების შესრულება: როზეტების, ჩამრთველების, განათებისა და ავტომატური ამომრთველების შეცვლა/შეკეთება;
  • კარების, საკეტების, სახელურებისა და ავეჯის შეკეთება, შეცვლა და აწყობა;
  • კონდიციონერების ფილტრების გაწმენდა და მარტივი მოწყობილობების პირველადი დიაგნოსტიკა;
  • კომპეტენციის ან უსაფრთხოების ნორმების მიღმა არსებული სამუშაოებისთვის კონტრაქტორის ჩართვა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

ტექნიკური აქტივებისა და აღჭურვილობის მართვა

  • მოწყობილობებისა და ტექნიკური აქტივების მდგომარეობის კონტროლი;
  • განახლებისა და ჩანაცვლების საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • ტექნიკური აქტივების რეესტრის წარმოებაში მონაწილეობა.

ავტოპარკის ტექნიკური მართვა

  • ავტოპარკის ტექნიკური გამართულობის, გეგმიური სერვისების, ტექდათვალიერებისა და დაზღვევის კონტროლი;
  • დაზიანებებისა და სარემონტო პროცესების კოორდინაცია, ტექნიკური დოკუმენტაციის მართვა;
  • საწვავის ხარჯვის, ავტომობილების სისუფთავისა და ვიზუალური სტანდარტების მონიტორინგი.

კონტრაქტორებისა და პროექტების მართვა

  • ტექნიკური მომსახურების მომწოდებლებთან თანამშრომლობა და მათ შერჩევა-შეფასებაში მონაწილეობა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ახალი ფილიალებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაცია.

უსაფრთხოება და სამეურნეო მიმართულება

  • ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება, უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი და პრევენციული ღონისძიებების ინიცირება;
  • საჭიროების შემთხვევაში დაცვის კომპანიის სიგნალებსა და ავარიულ შემთხვევებზე რეაგირება, მათ შორის არასამუშაო საათებში, დადგენილი წესით;
  • სათაო ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის სტანდარტების უზრუნველყოფა, დიასახლისისა და მებაღის საქმიანობის კოორდინაცია;
  • სამეურნეო საჭიროებებისა და მარაგების მონიტორინგი.

ბიუჯეტი და ანგარიშგება

  • ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ ბიუჯეტებთან მუშაობა, სარემონტო ხარჯების მონიტორინგი და კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული ანგარიშგება.
  • ტექნიკური პროფილის განათლება ან ეკვივალენტური პრაქტიკული გამოცდილება;
  • მცირე სარემონტო სამუშაოების (ელექტრო, სანტექნიკა, მონტაჟი, ავეჯი) უშუალოდ შესრულების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ელექტრო და ხელის ხელსაწყოებთან თავისუფლად მუშაობის უნარი და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • ტექნიკური მომსახურების, ინფრასტრუქტურის ან ავტოპარკის მართვის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
  • პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტაცია და ხარჯების კონტროლის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა