არქიტექტორი
არქიტექტურული კომპანია ეი-დი-ეს აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: არქიტექტორი
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ არქიტექტორს, რომელიც ჩაერთვება საკონკურსო პროექტების მომზადების სრულ ციკლში — კონცეფციიდან წარსადგენ დოკუმენტაციამდე. პოზიცია განკუთვნილია პროფესიონალისთვის, რომელსაც აქვს დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება და შეუძლია პროექტის განვითარება მაღალი სტანდარტით. უპირატესობა ენიჭება D5 Render-ის ან Lumion-ის მაღალ დონეზე ცოდნას და ტექნიკური ნახაზების მომზადების გამოცდილებას.
ძირითადი მოვალეობები: - არქიტექტურული კონცეფციის განვითარება და დახვეწა - პროექტის არქიტექტურული ნაწილის დამუშავება - 3D მოდელირება და ვიზუალიზაციისთვის მასალების მომზადება - პროექტის სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლი
მოთხოვნები: - არქიტექტურის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი - მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება - Archicad-ის მაღალი დონის ცოდნა - D5 Render-ის ან Lumion-ის მაღალ დონეზე ცოდნა - Ai ხელსაწყოების ფლობა - 3D მოდელირების და პრეზენტაციის უნარები - სამშენებლო ნორმებისა და დეტალების ცოდნა - პასუხისმგებლობა, ანალიტიკური აზროვნება და დროის მართვის უნარი - სივრცის, მასალებისა და კომპოზიციის ძლიერი აღქმა
სასურველია: - მუნიციპალურ ან მრავალფუნქციურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება - რენდერის პროგრამების ცოდნა (D5 Render, Lumion და სხვ.)
ჩვენ გთავაზობთ: - საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას - პროფესიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს - კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად - გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და პორტფოლიო: adsgeo@yahoo.com