8460 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VDW73T71 გამოქვეყნდა 3 სექ 3 ნახვა

დაცვის თანამშრომელი

აზროვნების აკადემია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"აზროვნების აკადემიის სკოლაში" მოსწავლეს დახვდება უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღი, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. ჩვენი მიზანია, კლასიკური და თანამედროვე განათლების პრინციპების შერწყმით, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ მუდმივ შემეცნებაზე ორიენტირებულ, წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიან პიროვნებებად.

ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი იგეგმება და წარიმართება გამოცდილი აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა აქტიური თანამშრომლობით.

აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kindergarten.azraki.ge/skola/

"აზროვნების აკადემია" აცხადებს კონკურსს დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სკოლის დაწყებისა და დასრულების საათებში მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.

** სკოლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამუშაო საათების განმავლობაში.

** სკოლის შენობაში მოსწავლეების, თანამშრომლების, მშობლებისა და ვიზიტორების შესვლა-გასვლის სისტემური აღრიცხვა/კონტროლი.

** სკოლის შენობისა და ეზოს მუდმივი მონიტორინგი და ზედამხედველობა;

** სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლის კონტროლი;

** მოსწავლეების, პერსონალისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

** ვიდეოდაკვირვების სისტემის კონტროლი;

** საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება;

** სკოლის ავეჯის, ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის კონტროლი.

** ტექნიკური გაუმართაობის დროული გამოვლენა და რეაგირება.

** მარტივი ტექნიკური პრობლემების, დაზიანებებისა და გაუმართაობების შესაძლებლობის ფარგლებში აღმოფხვრა;

** ტექნიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება სკოლის ადმინისტრაციის მითითებების შესაბამისად.

** სკოლის შიდა რეგულაციების დაცვა და დაცვასთან დაკავშირებული წესების შესრულება.

სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წლისა აღნიშნულ სფეროში

კომპეტენციები და უნარები:

** ზოგადი განათლება ან პროფესიული კურსი უსაფრთხოების მიმართულებით;

** პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

** ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი ბავშვებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზურაბ საკანდელიძის #9 (მეტრა პარკი)

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 09:00-18:00 სთ.

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფა;

** http://onlineacademia.ge-ზე წვდომა;

** სალონურ საუბრებზე უფასო წვდომა.

** ჩვენი გამომცემლობის წიგნებსა და აზროვნების აკადემიის კურსებზე 50%-იანი ფასდაკლება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2 ოქტომბერი 2026 წ.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აზროვნების აკადემია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის