გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

VFMVW957 გამოქვეყნდა 9 ნოე 39 ნახვა

სტაჟირება - IT პროექტების მენეჯერი

SOLVIT გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 დეკ
შესვლა და განაცხადი

კომპანია "სოლვითი" 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში. კომპანიას განხორციელებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი. კომპანიის წარმატება ეფუძნება პროფესიულ ბიზნესმიდგომას და შედეგებზე პასუხისმგებლობას. იგი ორიენტირებულია მჭიდრო და მყარი თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, როგორც პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან, ასევე IT ვენდორებთან.

ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ: https://solvit.ge/en/

კომპანია "სოლვითი" აცხადებს სტაჟირებას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნ. ბოხუას #4 სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ.

ჩვენ გთავაზობთ

  • კეთილგანწყობილ და მეგობრულ სოციალურ გარემოს;
  • შენს სწავლებასა და განვითარებაზე ზრუნვას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • პროექტის დეტალური გეგმების შემუშავება მენეჯმენტთან ერთად;
  • პროექტის ორგანიზება და ვადების კონტროლი;
  • რესურსების ხელმისაწვდომობის და განაწილების უზრუნველყოფა;
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • კლიენტებთან მყარი ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • თითოეული პროექტის დროულად მიწოდება ბიუჯეტისა და მოცულობის ფარგლებში;
  • კოორდინაციის გაწევა თანამშრომლებისთვის და პროცესებისთვის, პროდუქტების დროულად მიწოდების და სასურველი შედეგების მიღების უზრუნველსაყოფად;
  • პროექტის შესრულების გაზომვა შესაბამისი სისტემების, ხელსაწყოებისა და ტექნიკის გამოყენებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან/და პროექტების მართვის მიმართულებით კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური ენა (B2).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სტაჟიორი - IT პროექტების მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა