ზუგდიდის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის სპეციალისტი
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: ზუგდიდის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) სპეციალისტი ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი განცხადების მიღების ბოლო ვადა: 6 ნოემბერი სამუშაო ადგილი: ზუგდიდის ტექნოპარკი (ლაღიძის ქუჩა1, სოხუმის ქუჩა 2).
მოვალეობები: - ზუგდიდის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) მომხმარებლებისათვის მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა პროტოტიპირებისა და ტექნოლოგიური დანადგარების გამოყენების პროცესში; - ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბში ტრენინგებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და საკონკურსო აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი; - ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერის საქმიანობის მხარდაჭერა; - ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბის აქტივობების პოპულარიზაციაში მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციებისა და სხვა აქტივობების საშუალებით; - ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბის დანადგარების მოვლა-პატრონობისა და გამოყენების წესების შესწავლა, გათვალისწინება და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; - ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა (ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, ა.შ.) და ტექნიკის მართვა; - ფაბლაბის საწყობის მარაგების მართვა; - სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და შესაბამის მენეჯერებთან კოორდინაციით, დანადგარების სახარჯი მასალებითა და საჭირო ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფა; - ფაბლაბში მოწესრიგებული, უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა; - ვიზიტები თბილისისა და სხვა რეგიონულ ტექნოპარკებში საჭიროებისამებრ, ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისათვის; - პერიოდული ანგარიშების მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა; - სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი (ტექნიკური, საინჟინრო, დიზაინის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით). სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები: - ინგლისური ენისა და Microsoft Office-ის ცოდნა; - გრაფიკული ან/და საწარმოო დიზაინის, 2D/3D მოდელირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - პროგრამირებად დაზგა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ელექტრონიკასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; - მომხმარებლებთან ურთიერთობის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები: - ორგანიზებულობა; - პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; - შედეგზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - დეტალებზე ორიენტირება; - ზეპირი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები; - გუნდური მუშაობის უნარი; - ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.