პროექტის გაყიდვების წარმომადგენელი/გაყიდვების სპეციალისტი
საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვების გუნდისთვის ვეძებთ პროაქტიურ და კომუნიკაბელურ წარმომადგენელს, რომელიც იმუშავებს გლდანი მოლში განთავსებულ პროექტის გაყიდვების კუთხეში.
თანამშრომლის მთავარი ამოცანა იქნება მოლის ვიზიტორებისთვის პროექტის გაცნობა, დაინტერესებული პირების საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვება და მათი გაყიდვების ოფისთან დაკავშირება.
ძირითადი მოვალეობები:
** გლდანი მოლში განთავსებულ სტენდზე საცხოვრებელი კომპლექსის წარმოდგენა;
** მოლის ვიზიტორებთან პროაქტიური კომუნიკაცია და პროექტით მათი დაინტერესება;
** პროექტის შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება და მაკეტის გამოყენებით პრეზენტაცია;
** დაინტერესებული პირების საჭიროებებისა და ინტერესის პირველადი განსაზღვრა;
** ვიზიტორების საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვება და ლიდების ბაზის ფორმირება;
** კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმებზე შემოსული კითხვების, კომენტარებისა და პირადი შეტყობინებების დროული დამუშავება;
** ონლაინ დაინტერესებული პირებისთვის პროექტის შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება, მათი საკონტაქტო მონაცემების დაფიქსირება და შესაბამის გაყიდვების მენეჯერთან გადამისამართება;
** მიღებული ლიდების შესახებ ინფორმაციის სრულად და ზუსტად აღრიცხვა;
** კვალიფიციური ლიდების გაყიდვების მენეჯერებისთვის დროული გადაცემა და მიმაგრება;
** დაინტერესებული პირებისთვის გაყიდვების ოფისში ვიზიტის ან მენეჯერთან შეხვედრის დაგეგმვა;
** შეგროვებული ლიდებისა და განხორციელებული კომუნიკაციების შესახებ ანგარიშგება;
** სტენდისა და საინფორმაციო მასალების მოწესრიგებულობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები:
** პროაქტიურობა და ადამიანებთან კომუნიკაციის მარტივად დაწყების უნარი;
** ენერგიულობა, სისხარტე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და პროექტის გასაგებად წარდგენის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
სამუშაოს შეფასების ძირითადი მაჩვენებლები:
** ვიზიტორებთან განხორციელებული კომუნიკაციების რაოდენობა;
** შეგროვებული და კვალიფიცირებული ლიდების რაოდენობა;
** გაყიდვების მენეჯერებისთვის გადაცემული ლიდების ხარისხი;
** გაყიდვების ოფისში დაგეგმილი ვიზიტებისა და შეხვედრების რაოდენობა;
** გადაცემული ლიდებიდან გაყიდვაში კონვერსიის მაჩვენებელი;
** მონაცემების აღრიცხვისა და ანგარიშგების სიზუსტე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: საწყის ეტაპზე - გლდანი მოლში განთავსებული პროექტის
** გაყიდვების კუთხე; შემდგომ ეტაპზე - გაყიდვების ოფისი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1 500 ₾-1 800 ₾ გამოცდილებიდან გამომდინარე;
** დამატებითი ბონუსი: გაყიდვების მხარდაჭერისთვის განსაზღვრული საბონუსე სისტემა;
** პროფესიული განვითარებისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.