8904 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VJH8DW9X გამოქვეყნდა 28 სექ 25 ნახვა

Brunch by Gastronome

Brunch by Gastronome

მზარეული

Brunch by Gastronome გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 10 ოქტ

„გასტრონომ ჯგუფი“ აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან

Brunch by Gastronome-ში ვეძებთ თანამშრომელს მზარეულის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ ჩვენ: - ანაზღაურება: 1500 ლარი + 150 ლარი კვების თანხა - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით). - სტაჟირება: 1 კვირა (სრულად ანაზღაურებადი). - ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი. - ფასდაკლება: 20%-იანი ფასდაკლება „გასტრონომის“ სრულ ასორტიმენტზე. - კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით. - აღიარება: კვარტალური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.

ძირითადი მოვალეობები: - კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად; - რეცეპტურის სიზუსტით დაცვა; - სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა; - ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; - ტექნიკის და ინვენტარის სიზუსტით გამოყენება. - მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს დაავალოს და მისცეს ზუსტი მითითებები. - იყოს მუდმივად მოწესრიგებული და ორიენტირებული თავის საქმეზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება . - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - ორგანიზებულობა; - სასურველია პროფესიული განათლება;

ფილიალის ადგილმდებარეობა: ც. დადიანის ქუჩა 23, წყნეთი

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ „ შპს გასტრონომ ბრანჩი „ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Brunch by Gastronome
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა