9293 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

VJYF5K09 გამოქვეყნდა 29 ოქტ 34 ნახვა

იურისტი

Coteccons Construction გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾2500–3000 / თვეში ბოლო ვადა: 16 ნოე
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

სამშენებლო კომპანია "კოტეკონს კონსთრაქშენ" თბილისის სათავო ოფისისთვის ეძებს საშუალო დონის (Middle-level) იურისტს სამშენებლო ხელშეკრულებებისა და იურიდიული ოპერაციების მიმართულებით.

კომპანია, 20 წელზე მეტი გამოცდილებით, ვიეტნამის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ, კომერციულ, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

საქართველოში მიმდინარე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი კომპანიის გრძელვადიან ხედვას, მაღალ ამბიციებსა და ქართული სამშენებლო სექტორის განვითარებაში აქტიურ ჩართულობას უსვამს ხაზს.

იურისტი (Middle-level) — სამშენებლო ხელშეკრულებები და იურიდიული ოპერაციები

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00);
  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 37;
  • ანაზღაურება - 2, 500-3, 000 ლარი (net), კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ სამედიცინო დაზღვევას;
  • კორპორატიულ სიმ-ბარათს უფასო ინტერნეტითა და სალაპარაკო წუთებით;
  • სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიწოდების, მომსახურების, ნარდობისა და იჯარის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და რევიზია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • კონტრაგენტებთან და კომპანიის შიდა სტრუქტურებთან პირობების შეთანხმება, შენიშვნების დამუშავება და ვერსიების კონტროლი;
  • ხელშეკრულების სრული ციკლის მართვა: შიდა ვიზირება, ხელმოწერის კოორდინაცია, აღრიცხვა და სტატუსის რეპორტინგი;
  • მიღება-ჩაბარების აქტების პირველადი შემოწმება, თანმხლები დოკუმენტების შეგროვება და ხელმოწერა;
  • დოკუმენტბრუნვის წარმოება Bitrix-სა და Signify-ში;
  • უცხოელი თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულებებისა და სამუშაო ნებართვების პროცესის კოორდინაცია გარე კონსულტანტებთან და ნოტარიუსთან ერთად.

მოთხოვნები:

  • სამართლის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
  • სამშენებლო კომპანიაში კომერციულ ხელშეკრულებებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე — კომპანიის ხელშეკრულებები და სამუშაო კომუნიკაცია ორენოვანია, ამიტომ აუცილებელია სახელშეკრულებო ტექსტის დამოუკიდებლად შედგენა, საქმიანი მიმოწერა და მოლაპარაკება ინგლისურად;
  • ქართულ ენაზე იურიდიული ტექსტის გამართულად წერის უნარი;
  • სამოქალაქო და შრომის სამართლის პრაქტიკული ცოდნა;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.

უპირატესობა მიენიჭება:

  • რუსული ენის ცოდნას;
  • FIDIC-ის პირობებზე დაფუძნებულ ხელშეკრულებებთან მუშაობის გამოცდილებას;
  • Bitrix24-სა ან ელექტრონული ხელმოწერის სისტემებში მუშაობის გამოცდილებას;
  • საერთაშორისო გუნდში მუშაობის გამოცდილებას.

შერჩევის ეტაპები:

  • CV-ების განხილვა;
  • წერილობითი დავალება: ინგლისურენოვანი ხელშეკრულების ფრაგმენტის რევიზია და კომენტარები;
  • გასაუბრება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: "Legal Counsel - Middle", წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კოტეკონს კონსთრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კოტეკონს კონსთრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა