პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

VKQAQ28Q გამოქვეყნდა 3 ნოე 16 ნახვა

უსაფრთხოების ოფიცერი, მძღოლი

IOTA Hotels გარე განცხადება
₾1100 / თვეში −11% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,233 ₾ · 44 განცხადება ბოლო ვადა: 4 დეკ
შესვლა და განაცხადი
კვება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიებს, უსაფრთხოების ოფიცრისა და მძღოლის პოზიციებზე.

"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

1. უსაფრთხოების ოფიცერი

ძირითადი მოვალეობები

  • სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფა, სასტუმრო იოტაში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით
  • უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი
  • სასტუმროს პერიოდული მონიტორინგი
  • საჭიროების შემთხვევაში შესაფერისი პირველადი დახმარების გაწევა
  • უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და დროული რეაგირება
  • აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისთვის ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება
  • სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვის კონტროლი/უზრუნველყოფა
  • სტუმრების დახვედრა/მისალმება, ბარგის გადმოტვირთვა და დაბინავება
  • სტუმრების გაცილება დანიშნულების ადგილამდე
  • სტუმრებთან ეფექტური და მეგობრული კომუნიკაციის დამყარება და სხვა რელევანტური სახის დახმარების გაწევა
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები

  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე
  • უპირატესობად ჩაითვლება B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

ფიქსირებული ანაზღაურება - 1100 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1400 ლარამდე ანაზღაურება) გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა

2. მძღოლი

ძირითადი მოვალეობები

  • ავტომანქანის მართვა და სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა
  • გადაადგილებისას, მგზავრთა უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნვა
  • ავტომობილის ტექნიკური მომსახურება (საწვავით მომარაგება, გარეცხვა, ზეთით გამართვა და სხვა.)
  • დათქმულ დროს ავტომობილის დროული მიყვანა დანიშნულების ადგილამდე
  • საწვავის ხარჯის სისტემატიური აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები

  • მძღოლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
  • მართვის მოწმობა (B კატეგორიის)
  • მძღოლის ქცევის ეტიკეტის ცოდნა

ფიქსირებული ანაზღაურება - 1100 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1400 ლარამდე ანაზღაურება) გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა

პიროვნული მახასიათებლები

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("უსაფრთხოების ოფიცერი" ან "მძღოლი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა