7981 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VM3PDKX7 გამოქვეყნდა 25 აგვ 8 ნახვა

მკერავი

ჰამო via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

HAMO Concept ეძებს გამოცდილ ატელიეს მკერავს მუდმივი თანამშრომლობისთვის.

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალურ სამოსზდ მაღალი სიზუსტით მუშაობა და კარგად ესმის ატელიეს სამუშაო კულტურა — კონსტრუქციიდან და მორგებიდან საბოლოო ხელით დამუშავებამდე.

სამუშაო მიმართულებები: - კოლექციის ნიმუშებისა და ერთეული მოდელების შეკერვა - ინდივიდუალური შეკვეთების შესრულება, მულაჟთქნ მუშაობა - საქორწილო და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილ სამოსზე მუშაობა - მორგება და საჭირო კორექტირებები - ხელით შესრულებული დეტალები და საბოლოო დამუშავება - დელიკატურ და ნატურალურ ქსოვილებთან მუშაობა - დიზაინერთან და კონსტრუქტორთან უშუალო თანამშრომლობა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სიზუსტე, პასუხისმგებლობა, სუფთა შესრულება და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება. საქორწილო, საღამოს სამოსისა და მაღალი სამკერვალო ტექნიკებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი: - სამუშაო დღეები — ორშაბათი-პარასკევი - სამუშაო საათები — 09:00-დან 18:00-მდე

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და ტექნიკური შესაძლებლობების მიხედვით — ფიქსირებული ანაზღაურება + დამატებითი ბონუსი სპეციალურ ინდივიდუალურ და საქორწილო პროექტებზე.

შერჩეულ კანდიდატთან ჩატარდება ანაზღაურებადი საცდელი სამუშაო. CV და სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hamoconcept@gmail.com

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ჰამო
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა