მექანიკოსი
ამბოლი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მექანიკოსი.
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდასაქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: Www.amboli.ge Www.facebook.com/Amboli.ge
მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის 194; სამუშაო საათები: 10:00 - 19:00.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერება და ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა; - ავტომობილის ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა; - დაზიანებული ან გაცვეთილი დეტალებისა და მასალების შეცვლა; - ცვლადი დეტალების ტექნიკური მდგომარეობისა და ცვეთის ხარისხის შეფასება; - შესაბამისი ინსტრუმენტებისა და დანადგარების გამოყენება დადგენილი წესების შესაბამისად; - ტექნიკური სამუშაოების შესრულება კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით; - სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება შესაბამისი პირისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ტექნიკური ან/და პროფესიული განათლება; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - საავტომობილო სფეროსა და ტექნიკური სამუშაოების მიმართ ცოდნა/ინტერესი.
სასურველი უნარები და კომპეტენციები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ტექნიკური აზროვნების უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.