პედაგოგი
საგანმანათლებლო ცენტრი "ედუ-ჯგუფი"-ის გახანგრძლივებული სწავლების ცენტრი "afterschool" აცხადებს კანდიდატების მიღებას პედაგოგის პოზიციაზე
ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მუდმივად ცდილობს თითოეული დღე მოსწავლეებისთვის გახადოს აღმოჩენებითა და ემოციებით დატვირთული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება დაწყებითების, ბავშვთა ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული, ან განათლების მიმართულებით; ** დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების მიმართულებით სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** დაწყებითი საფეხურის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
** საშინაო დავალებების მომზადების პროცესში მოსწავლეთა დახმარება/მხარდაჭერა; ** საჭიროების შემთხვევაში პრობლემურ საკითხებზე მოსწავლესთან დამატებითი მუშაობა; ** ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; ** მშობლებთან კომუნიკაცია.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 12:00-19:00სთ ტერიტორია: ვაკე-საბურთალოს რაიონი
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: edugroupgeo@gmail.com