ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
"Advanced Audit & Consulting Company" (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში.
AACC უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის:
- HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა;
- ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა;
- იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორაციული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა;
- IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
- Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორაციული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება.
კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company, "ESG" და სხვა.
დამატებითი ინფორმაცია: http://www.aacc.ge
AACC-ის პარტნიორ კომპანიაში ვაცხადებთ ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.
რას გთავაზობთ?
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
- კეთილგანწყობილ და მხარდამჭერ გუნდს;
- შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაო პირობებს/ნორმებს;
- სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული - 09:00-18:00, თუმცა მოქმედი სტუდენტებისთვის გრაფიკი იქნება მოქნილი (მოხდება ხელშეწყობა შუალედურებისა და გამოცდებისას)
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქნის ქუჩა N36 (ღრმაღელის მეტროს მიმდებარედ)
- ანაზღაურება: სტაჟირებისას 500 ლარი (Net), სტაჟირების შემდგომ დასაქმების შეთავაზების შემთხვევაში, ანაზღაურება მოლაპარაკებადია.
ფუნქციები/მოვალეობები:
- ხელშეკრულებების მომზადებასა და გადახედვაში მხარდაჭერა.
- იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, არქივირება და ადმინისტრირება.
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების კვლევა და ანალიზი.
- სახელმწიფო უწყებებსა და კონტრაგენტებთან კომუნიკაციის პროცესში მხარდაჭერა.
- შრომითი, კომერციული და კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა.
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით მიმდინარე იურიდიული პროცესების მხარდაჭერა.
მოთხოვნები, მოლოდინები:
- უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იურიდიული მიმართულებით;
- ადმინისტრაციულ/სამოქალაქო სამართალში პრაქტიკის/სტაჟირების/სამუშაო გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში".
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.