ოპერატორი
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ: საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია, ეძებს დამწყებ, ენერგიულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კადრს ოპერატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლებისთვის ოპერატიული კონსულტაციის გაწევა ონლაინ არხებით
- შემოსული კითხვების და ხარვეზების დროული დამუშავება და გადამისამართება შესაბამის განყოფილებებთან
- ონლაინ მიმოწერისას კომპანიის მაღალი სტანდარტის, თავაზიანი და პოზიტიური ტონის შენარჩუნება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გამართული, სწრაფი და დახვეწილი წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე
- სწრაფ რეჟიმში, ერთდროულად რამდენიმე ჩატის ეფექტურად მართვის უნარი
- ონლაინ მხარდაჭერის, ჩატ-მხარდაჭერის ან ქოლ-ცენტრში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად
- Excel - ის საშუალო დონეზე ცოდნა
- გამოცდილება არ არის აუცილებელი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (09:00 - 18:00) სრულად ოფისიდან; ანაზღაურება: 1000 ლარი. ანაზღაურება არის მზარდი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.