მძღოლი კურიერი
თუ მოგწონთ დინამიკური სამუშაო, პასუხისმგებლობით ეკიდებით ავტომობილის მართვას და გსურთ სტაბილური შემოსავალი — შემოგვიერთდით გუნდში.
გაგვიცანით: www.delicato.ge ჩვენ ვართ კვების კომპანია, რომელიც ახორციელებს მზა კერძების მიწოდებასა და ღონისძიებების მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები:
- გამზადებული შეკვეთების დროული და უსაფრთხო მიტანა მითითებულ მისამართებზე
- ფურშეტებისა და ღონისძიებების დროს ინვენტარისა და მომსახურე პერსონალის ტრანსპორტირება
- ავტომობილის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
🚗 ავტომობილი და საწვავი სრულად კომპანიის უზრუნველყოფით რას ველოდებით კანდიდატისგან:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
- ავტომობილის თავდაჯერებული და უსაფრთხო მართვა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სისუფთავე და მოწესრიგებულობა
- პუნქტუალურობა და გუნდური დამოკიდებულება
* მინიმალური ასაკი: 22 წელი ჩვენ გთავაზობთ:
✅ სტაბილურ სამსახურს მზარდ კომპანიაში
✅ ანაზღაურება — 40 ლარი დღეში + ბონუსური სისტემა ✅ საშუალო თვიური შემოსავალი: დაახლოებით 1 500–1 800 ლარი ✅ ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ ✅ უფასო კვება კომპანიისგან ✅ სამუშაო დღეების არჩევის შესაძლებლობა — კვირაში 5 ან 6 დღე 📍 მისამართი: თბილისი, ვაკე, ყიფშიძის 3ბ
🕘 სამუშაო საათები: 09:00–18:00
თუ გინდათ სტაბილური სამსახური, მეგობრული გარემო და სამართლიანი ანაზღაურება — ველოდებით თქვენს განაცხადს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.