ექსპორტ მენეჯერი
ბერიკა აცხაედბს ვაკანსიას ექსპორტ მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - კომპანიის არსებულ საერთაშორისო კლიენტებთან კომუნიკაციის შენარჩუნება და გაძლიერება, მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესწავლა; - უცხოელ (პოტენციურ და არსებულ) კლიენტებთან კომუნიკაცია, კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების მომზადება/გაფორმება; - შეკვეთების დაგეგმვა, კონტროლი და კოორდინაცია ლოგისტიკურ კომპანიებთან, მიწოდების ვადების დაცვის უზრუნველსაყოფად; - საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება (ინვოისები, პაკინგ-ლისტები, წარმოშობის სერტიფიკატები და სხვა თანდართული დოკუმენტაცია); - კლიენტებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი პრეტენზიების ოპერატიული განხილვა და მოგვარება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია წარმოების სფეროში); - რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე; - კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა.
პიროვნული უნარები: - მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები; - შედეგზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა; - საერთაშორისო ბიზნესგარემოსთან ადაპტაციის უნარი; - დეტალებზე ორიენტაცია, განსაკუთრებით საექსპორტო დოკუმენტაციასთან მუშაობისას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საერთაშორისო გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.