9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

VRYWESQM გამოქვეყნდა 12 ოქტ 37 ნახვა

ბარისტა

ფიტნეს დარბაზი რეფორმა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები ბარისტა
შესვლა და განაცხადი
₾700 / თვეში −58% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,669 ₾ · 227 განცხადება ბოლო ვადა: 13 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სპორტული დარბაზების ქსელი - "რეფორმა" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, სპინინგი და სხვა ჯგუფური ვარჯიშებით, ასევე გამოიყენოთ პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურება, თქვენზე მორგებული პაკეტებით და აბონემენტებით.

ჩვენი მიზანია - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.

"რეფორმა"-ს გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლობიან და მომხმარებელზე ორიენტირებულ ახალ თანამშრომელს - ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #3 სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით - 08:00-16:00; 16:00-23:30 (1 სთ შესვენება) ანაზღაურება: 700 ლარი (ნეტი) + ბონუსი (ყოველთვიური)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტზე სრული ინფორმაციის მიწოდება/გაცნობა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
  • ტერმინალების ტრანზაქციების სწორად წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში.

უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • მეგობრულ, მხარდამჭერ გარემოს;
  • ყოველთვიურ ფიტნეს აბონემენტს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბარისტა".

სპორტ დარბაზი "რეფორმა", მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა მსგავს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა