8627 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VS3RFX3S გამოქვეყნდა 9 სექ 9 ნახვა

არქი

არქი

შესყიდვების სამსახურის უფროსი

არქი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ შესყიდვების სამსახურის უფროსს და მისი ფუნქციები იქნება:

** შესყიდვების სამსახურის საქმიანობის მართვა, კოორდინაცია და შედეგების კონტროლი; ** სტრატეგიულ და მსხვილ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა; ** შესყიდვების ბიუჯეტისა და ძირითადი ხარჯების კონტროლი; ** შესყიდვების პროცესში რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; ** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და ვადების მონიტორინგი; ** სხვადასხვა დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობა, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია; ** კომპანიის საჭიროებების შესაბამისად შესყიდვების პრიორიტეტების განსაზღვრა და პროცესების გაუმჯობესება; ** მომწოდებლების შერჩევისა და შეფასების პროცესის ზედამხედველობა; ** შესყიდვების პერიოდული რეპორტების მომზადება; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების, მიმართულებით; ** შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე; ** აუცილებელია, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა. ** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
არქი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა