პროექტის მენეჯერი
"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.
ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
დაკავებული თანამდებობა: პროექტის მენეჯერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კონტრაქტორებთან და კონსულტანტებთან რეგულარული სამუშაო შეხვედრების წარმართვა. პროექტის მიმდინარეობის, დაგეგმარებისა და კოორდინაციის საკითხების განხილვა, ხოლო ხარვეზების გამოვლენისას საპასუხო მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება;
- პროექტის ბიუჯეტისა და სამუშაო განრიგის მუდმივი კონტროლი; შესრულებული სამუშაოს ხარისხის, ვადებისა და ფინანსური ხარჯების შესაბამისობის ზედამხედველობა;
- ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება ბიუჯეტის, განრიგის, დაგეგმილი ცვლილებების, შესაძლო დავებისა და უსაფრთხოების ნორმების შესახებ;
- ყოველთვიური ანგარიშგება სამუშაოს პროგრესზე (ფორმა №2 და შუალედური/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება);
- შესრულებული სამუშაოს ხელშეკრულების პირობებთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებსა და სამუშაოთა მოცულობის უწყისთან (BOQ) შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სამუშაო პროცესში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან;
- პროექტში ჩართული მხარეებისთვის საჭირო ტექნიკური თუ მენეჯერული დახმარების გაწევა;
- ნახაზების, სპეციფიკაციებისა და სამუშაოთა აღწერილობების ანალიზი რესურსების ეფექტიანად განაწილებისა და პროექტის განრიგთან სინქრონიზაციის მიზნით;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია MEP სფეროში);
- 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP პროექტის მართვის მიმართულებით;
- კონტრაქტორებთან და დიზაინერულ გუნდებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და უსაფრთხოების (HSE) წესების სიღრმისეული ცოდნა;
- ფინანსური დოკუმენტაციის, ხარჯთაღრიცხვის (BOQ) და ფორმა №2-ის წარმოების პრინციპების ცოდნა;
- პროექტების მართვისა და დაგეგმარების პროგრამების ფლობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე.
ეწვიეთ ჩვენს WEB-გვერდს: www.meppers.com