პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

VT7S3GP1 გამოქვეყნდა 14 ნოე 20 ნახვა

პროექტის მენეჯერი

მეპერსი გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 14 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ

"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.

ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

დაკავებული თანამდებობა: პროექტის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კონტრაქტორებთან და კონსულტანტებთან რეგულარული სამუშაო შეხვედრების წარმართვა. პროექტის მიმდინარეობის, დაგეგმარებისა და კოორდინაციის საკითხების განხილვა, ხოლო ხარვეზების გამოვლენისას საპასუხო მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება;
  • პროექტის ბიუჯეტისა და სამუშაო განრიგის მუდმივი კონტროლი; შესრულებული სამუშაოს ხარისხის, ვადებისა და ფინანსური ხარჯების შესაბამისობის ზედამხედველობა;
  • ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება ბიუჯეტის, განრიგის, დაგეგმილი ცვლილებების, შესაძლო დავებისა და უსაფრთხოების ნორმების შესახებ;
  • ყოველთვიური ანგარიშგება სამუშაოს პროგრესზე (ფორმა №2 და შუალედური/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება);
  • შესრულებული სამუშაოს ხელშეკრულების პირობებთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებსა და სამუშაოთა მოცულობის უწყისთან (BOQ) შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო პროცესში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან;
  • პროექტში ჩართული მხარეებისთვის საჭირო ტექნიკური თუ მენეჯერული დახმარების გაწევა;
  • ნახაზების, სპეციფიკაციებისა და სამუშაოთა აღწერილობების ანალიზი რესურსების ეფექტიანად განაწილებისა და პროექტის განრიგთან სინქრონიზაციის მიზნით;
  • ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია MEP სფეროში);
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP პროექტის მართვის მიმართულებით;
  • კონტრაქტორებთან და დიზაინერულ გუნდებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და უსაფრთხოების (HSE) წესების სიღრმისეული ცოდნა;
  • ფინანსური დოკუმენტაციის, ხარჯთაღრიცხვის (BOQ) და ფორმა №2-ის წარმოების პრინციპების ცოდნა;
  • პროექტების მართვისა და დაგეგმარების პროგრამების ფლობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე.

ეწვიეთ ჩვენს WEB-გვერდს: www.meppers.com

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა