ხარჯთაღმრიცხველი
საერთაშორისო სასტუმროთა ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესტ უესტერნ პლას ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
- ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13ბ.
ძირითადი მოვალეობები
- კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხარჯებისა და ინვოისების მონიტორინგი;
- ხარჯთაღრიცხვის მართვა და კონტროლი;
- ფასდაკლებების, გაუქმებისა და კორექტირებების ყოველდღიური კონტროლი;
- დეპარტამენტებს შორის კვებისა და სასმელების ტრანსფერების მონიტორინგი;
- ხარჯების მოცულობის მართვა და კონტროლი;
- მინიმალური და მაქსიმალური ნაშთის კონტროლი;
- სასმელებისა და საკვების ფასების კონტროლი საბაზრო მოთხოვნის შესაბამისად;
- დოკუმენტაციის სწორად შევსება და დაარქივება;
- თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- თვის რეპორტის მომზადება და მისი ანალიზი;
- შერჩევითი შემოწმება და თვის ინვენტარიზაციის პროცესის მართვა/კონტროლი;
- ინვენტარიზაციის სხვაობის (ზედმეტობა/დანაკლისი) შესაბამის დეპარტამენტთან ანალიზი.
მოთხოვნები
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Fina-ში მუშაობის გამოცდილება.
საჭირო უნარები
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
- ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას;
- კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ხარჯთაღმრიცხველი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების გადახედვის შემდგომ.
გისურვებთ წარმატებას!