HVAC პროექტანტ ინჟინერი
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისთვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის "ბაუმერს" არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. "ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას HVAC პროექტანტ ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** HVAC სისტემების (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, ჩილერ-ფანკოილი, VRF/VRV, სადინარები, მილსადენები) საპროექტო, სამუშაო (Construction), დეტალური (Shop Drawing) და As-Built ნახაზების მომზადება AutoCAD-ისა და Revit MEP-ის გამოყენებით.
** HVAC Layouts, Duct & Pipe Routing, Schematic და Riser Diagram-ების, ასევე აღჭურვილობის განთავსების ნახაზების მომზადება.
** BOQ-ის, ტექნიკური სპეციფიკაციების, მასალების ჩამონათვალისა და სხვა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება/განახლება და Revision Control-ის მართვა.
** შენობის Heat Loss / Cooling Load, Air Exchange Rate, CFM / m³/h, აეროდინამიკური და ჰიდრავლიკური გათვლების შესრულება; Duct/Pipe Sizing-ისა და წნევის დანაკარგების განსაზღვრა.
** HVAC აღჭურვილობის (AHU, Chillers, VRF, Fans, FCU, Pumps, Boilers) ტექნიკური პარამეტრების შერჩევა და ენერგოეფექტური ტექნიკური ალტერნატივების შემუშავება.
** HVAC, Plumbing, Fire Fighting, Electrical, Low Current, Architecture და Structure მიმართულებების საპროექტო დოკუმენტაციის კოორდინაცია.
Revit/Navisworks-ის გამოყენებით Clash Detection-ში მონაწილეობა და გამოვლენილი შეუსაბამობების ტექნიკური გადაწყვეტა.
** HVAC სისტემების BMS/DDC control, Smoke Extraction და Fire Damper Control სისტემებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა.
შემოსული Shop Drawing-ების, Material Submittal-ებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება; RFI-ებზე პასუხების მომზადება და პროექტის მიმდინარეობისას დიზაინის ცვლილებების მხარდაჭერა.
** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ASHRAE, SMACNA, EN, ISO და NFPA-ის მოთხოვნებთან.
** საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხის კონტროლი გაცემამდე და მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკური შეფასება.
** Site Engineer-ებთან, Project Manager-ებთან, დიზაინერებთან, ქვეკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და ტექნიკურ შეხვედრებში მონაწილეობა.
** პროექტის პროგრესისა და პრობლემური საკითხების დროული კომუნიკაცია ხელმძღვანელთან.
** უმცროსი დრაფტერებისა და ინჟინრების მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში მათი საქმიანობის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით (სანტექნიკა-ვენტილაცია, ენერგეტიკა, თბოენერგეტიკა, მექანიკური ინჟინერია ან მომიჯნავე სფერო).
** მინიმუმ 2-5 წლიანი გამოცდილება HVAC სისტემების პროექტირებაში.
** AutoCAD-ის და Revit MEP-ის ცოდნა.
** HVAC გაანგარიშების პროგრამების ცოდნა (მაგ. HAP (Carrier), CHVAC, Ductizer, Pipe Sizing ან სხვა სითბური გაანგარიშების პროგრამები, Midea Selection).
** თბო-ტექნიკური, აეროდინამიკური და ჰიდრავლიკური გაანგარიშებების, აღჭურვილობის შერჩევისა და საინჟინრო გათვლების პრაქტიკული გამოცდილება.
** BOQ-ისა და ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადების გამოცდილება.
** ადგილობრივი ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების (ASHRAE, SMACNA, EN, NFPA) ცოდნა.
** Microsoft Office-ის კარგი ცოდნა (განსაკუთრებით Excel საინჟინრო გათვლებისთვის).
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი; 10:00-19:00 ან 09.00-18:00.
** ლოკაცია: მ. მაჭავარიანის 65.
** მივლინების საჭიროება: ბათუმი, მივლინების ხარჯებს კომპანია უზრუნველყოფს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.