9,171 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VWT7TX1R გამოქვეყნდა 24 სექ 7 ნახვა

მედიქალ ვორლდი

მედიქალ ვორლდი

სამედიცინო წარმომადგენელი

მედიქალ ვორლდი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შესვლა და განაცხადი
₾2000 / თვეში ბოლო ვადა: 25 ოქტ

"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი . "Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი; ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ.N3 სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00) ანაზღაურება: 2000 ლარიდან ზემოთ გამოცდილების მიხედვით და ბონუსი.

სამუშაოს აღწერა:

  • პოტენციური მომხმარებლისთვის, კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების აქტიური შეთავაზება;
  • კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება;
  • არსებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება;
  • მომხმარებლის დამატებითი საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა;
  • კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტების და მიმდინარე ცვლილების შესახებ;
  • საბაზრო ფასების და ახალი პროდუქტების მონიტორინგი;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ყოველკვირეული დაგეგმვა და რეპორტის წარმოება;
  • ყოველთვიური გეგმით განსაზღვრული შედეგების შესრულება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამედიცინო გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
  • მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • ინიციატივის გამოვლენის უნარი;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს;
  • კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში.
  • ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც).
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი გვერდები: https://mlab.ge/; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) ელ.ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მედიქალ ვორლდი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა