მოლარე-კონსულტანტი
გვესაჭიროება მოლარე-კონსულტანტი სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში (სტენდზე).
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 2/2 (ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება) 10:00-დან 22:00 სთ-მდე;
- ანაზღაურება: 15 სამუშაო დღეში 825 ლარი + გაყიდვებიდან პროცენტი + ბონუსი.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება საცალო გაყიდვების სფეროში.
ენების ცოდნა: ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კომუნიკაბელურობა: მომხმარებელთან თავაზიანი, ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა: სალაროსთან, თანხებთან და ინვენტართან მუშაობისას სიზუსტე და ყურადღება;
- პუნქტუალურობა;
- კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობისა და მხარდაჭერის უნარი.
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 555201184.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.