სტაჟიორი ხარჯთაღმრიცხველი
კომპანია SEKKEI PARK აცხადებს - ხარჯთაღმრიცხველის სტაჟირებას
კომპანიის შესახებ: ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ვაკანსიის შესახებ: ანაზღაურება: 700 ლარი სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9 საკონტაქტო ტელ.ნომერი: 595 116 735
ფუნქცია-მოვალეობები:
- საპროექტო დოკუმენტაციისა და მოცულობების უწყისების (BOQ) შედარება სახარჯთაღრიცხვო მონაცემებთან, მათ შორის შეუსაბამობების იდენტიფიცირება უფროსი სპეციალისტის ზედამხედველობით;
- კლიენტებისა და ფინანსური გუნდისთვის წარსადგენი პირველადი განფასებების მომზადებაში მონაწილეობა;
- საინჟინრო/საინსტალაციო მასალების ფასების აქტიური მონიტორინგი და კვლევა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე;
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
- დაკონტრაქტებამდე განფასებების კორექტირებაში მონაწილეობა ტექნიკური დეპარტამენტისა და პროექტანტების რეკომენდაციების საფუძველზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა
უნარები და თვისებები:
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- სამედიცინო დაზღვევა
- პროფესიული განვითარება
- სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!