7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VZN5QHPS გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

სტაჟიორი ხარჯთაღმრიცხველი

სეკე პარკი via hr.ge
თბილისი სტაჟირება ფინანსები / ბუღალტერია
₾700 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია SEKKEI PARK აცხადებს - ხარჯთაღმრიცხველის სტაჟირებას

კომპანიის შესახებ: ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

ვაკანსიის შესახებ: ანაზღაურება: 700 ლარი სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9 საკონტაქტო ტელ.ნომერი: 595 116 735

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საპროექტო დოკუმენტაციისა და მოცულობების უწყისების (BOQ) შედარება სახარჯთაღრიცხვო მონაცემებთან, მათ შორის შეუსაბამობების იდენტიფიცირება უფროსი სპეციალისტის ზედამხედველობით;
  • კლიენტებისა და ფინანსური გუნდისთვის წარსადგენი პირველადი განფასებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • საინჟინრო/საინსტალაციო მასალების ფასების აქტიური მონიტორინგი და კვლევა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
  • დაკონტრაქტებამდე განფასებების კორექტირებაში მონაწილეობა ტექნიკური დეპარტამენტისა და პროექტანტების რეკომენდაციების საფუძველზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა

უნარები და თვისებები:

  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • სამედიცინო დაზღვევა
  • პროფესიული განვითარება
  • სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სეკე პარკი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა