მოლარე-კონსულტანტი
Fami Group Georgia აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე
ლოკაცია: თბილისი მოლი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
პოზიციის მიზანი: - გაყიდვების კონსულტანტი პასუხისმგებელია მაღაზიაში მომხმარებელთა მომსახურებაზე, პროდუქციის რეალიზაციაზე და სალაროს ოპერაციებზე, მაღალი ხარისხის სერვისის სტანდარტების დაცვით.
ძირითადი მოვალეობები: - მაღაზიის დროულად გახსნა და დახურვა; - მომხმარებლის კონსულტაცია და დახმარება პროდუქტის შერჩევაში; - გაყიდვების განხორციელება და სალაროს ოპერაციების შესრულება; - ნაღდი და უნაღდო გადახდების მიღება; - პროდუქციის განთავსება, შევსება და ფასების განახლება; - სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა სავაჭრო დარბაზში; - ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება (Z-რეპორტი); - მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა; - მოქმედი აქციებისა და ფასდაკლებების შეთავაზება მომხმარებლებისთვის; - შიდა სტანდარტების, შრომის დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია: - საშუალო ან პროფესიული განათლება (უმაღლესი სასურველია); - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა; - საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, 1C); - გუნდურად მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სისუფთავე და დეტალებზე ყურადღება; - პოზიტიური დამოკიდებულება.
კომპანია გთავაზობთ: - მეგობრულ სამუშაო გარემოს; - პროფესიულ განვითარებას; - სტაბილურ დასაქმებას საერთაშორისო ბრენდთან; - კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, სამუშაოს დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში არის გამოსაცდელი ვადა, აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს (ხელზე ასაღები).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.