8984 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W0YRNEG3 გამოქვეყნდა 28 სექ 6 ნახვა

ალტა

ალტა

ქოლცენტრის ოპერატორი

ალტა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 ოქტ

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქოლცენტრის ოპერატორი

ჩვენ ვართ ალტა, ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ჩვენ მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში, მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.

"ალტა"-ს შვილობილი კომპანია ტექპოინტი აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე სერვისის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ა. ბელიაშვილის 104 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემომავალი ზარების მიღება და საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარის განხორციელება უკუკავშირის დაბრუნების მიზნით;
  • საინფორმაციო ზარებზე დროული რეაგირება;
  • მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა და მათი დაცვა;
  • მომხმარებლისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა და ინფორმაციის მიწოდება საგარანტიო პირობებსა და გაყიდვების შემდგომ მომსახურებაზე;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის სწორი გადამისამართება;
  • შემოსული ზარების აღრიცხვა და სორტირება საკითხების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
  • პასუხისმგებლიანობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/8Geq8oRe

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ალტა
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა