9349 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

W2ANZQMJ გამოქვეყნდა 27 ოქტ 14 ნახვა

ფარმა სთორი

ფარმა სთორი

მარკეტინგის მენეჯერი

ფარმა სთორი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ნოე

ესთეტიკურ ბაზარზე ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც ჩართული იქნება ბაზარზე ახალი ბრენდების წარდგენისა და პოპულარიზაციის პროცესში.

სამუშაო ლოკაცია: საბურთალო, გიორგი დანელიას N2 სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი

ძირითადი პასუხისმგებლობები: - ბრენდის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება, მარკეტინგული გეგმების დასახვა, რათა ხელი შეუწყოთ ბრენდიზე მოთხოვნის ზრდას; - ბაზრის კვლევების ჩატარება მომხმარებელთა საჭიროებების, პრეფერენციების და ტენდენციების გასაგებად, ბრენდის სტრატეგიაში ახალი იდეების დანრგვის მიზნით; - ბრენდის ცნობადობის გაზრდისთვის ბიუჯეტის დაგეგმვა და საჭიროებისამებრ განკარგვა; - მარკეტინგული მასალების შექმნა და განვითარება, მათ შორის შეფუთვის, სარეკლამო შინაარსისა და სარეკლამო კამპანიების; - ბრენდის შესახებ მუდმივი კომუნიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან, თანმიმდევრული გზავნილის გაზიარება ყველა პლატფორმაზე, მათ შორის სოციალურ მედიაში, ვებსაიტებზე და ბეჭდურ მასალაზე; - სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობა და პარტნიორებთან ერთად ბრენდის კრეატიული განვითარებისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება; - ორგანიზება და მონაწილეობა ესთეტიკური მედიცინის ინდუსტრიის ღონისძიებებში, გამოფენებში და ვებინარებში პროდუქტების წარმოსაჩენად და პოტენციურ კლიენტებთან დასაკავშირებლად.

კვალიფიკაცია: - ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის, ბიზნესის ან მასთან მონიჯნავე სფეროში; - მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით; - ბრენდის განვითარებისა და მარკეტინგის პრინციპების ცოდნა; - აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა; დამატებითი ენის ცოდნა პლუსია.

უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი; - კრეატიული აზროვნება ბრენდის გასავითარებლად; - აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა; - პროაქტიულობა და თავდაჯერებულობა;

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული განვითარების საშუალებას ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების მიმართულებით; - შესაძლებლობას იმუშაოთ თანამედროვე, მზარდ კომპანიაში; - მეგობრულ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდსა და სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა