8154 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W2Z5SV0X გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

საუზმის მიმტანი

Hotel Indigo Batumi Old Town გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო "Hotel Indigo Batumi Old Town", თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმროში წარმოდგენილია ახალი ბრენდული რესტორანი "Brasserie 1900", სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.

"Brasserie 1900" გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლიან ახალგაზრდებს საუზმის მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და პროფესიონალური მომსახურება;

** მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;

** შეკვეთების მიღება და მათი დროული გადაცემა სამზარეულოში;

** სუფრების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;

** მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტუმართა კმაყოფილების უზრუნველყოფა;

** სტუმრების მოთხოვნებსა და შენიშვნებზე ოპერატიული და თავაზიანი რეაგირება.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;

** პროფესიულ ზრდის და განვითარების შესაძლებლობას;

** მუშაობას ბრენდულ და სტაბილურ გარემოში.

რას ველით თქვენგან:

** მომსახურების სფეროში გამოცდილება უპირატესობაა;

** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** ორგანიზებულობა;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** უცხო ენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Hotel Indigo Batumi Old Town
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის