თარგის გამომჭრელი
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: პოზიცია: თარგის გამომჭრელი გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი მდებარეობა: თბილისი, სამგორი
ძირითადი მოვალეობები: - დამტკიცებული კონსტრუქციებისა და შაბლონების საფუძველზე ქსოვილის ზუსტი გამოჭრა და დამუშავებისთვის მომზადება; - ქსოვილის სპეციფიკის, მიმართულების, ნახატის (print) და ტექსტურის გათვალისწინებით თარგების სწორად განლაგება; - თარგების, ლეკალებისა და ტექნიკური მითითებების შესაბამისად დეტალების მაღალი სიზუსტით გამოჭრა; - ქსოვილის ხარჯვის ოპტიმიზაცია და ნარჩენების მინიმუმამდე შემცირება; - გამოჭრილი დეტალების ხარისხის, სიზუსტისა და შესაბამისობის კონტროლი წარმოების დაწყებამდე; - მკერავებთან, კონსტრუქტორთან და ატელიეს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით; - ინდივიდუალური შეკვეთებისა და კოლექციის მოდელების გამოჭრის პროცესში მონაწილეობა; - სამუშაო პროცესში საჭრელი დანადგარების, ინსტრუმენტებისა და შესაბამისი ინვენტარის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება; - თარგების, ლეკალებისა და სამუშაო მასალების მოწესრიგებულად შენახვა და აღრიცხვა; - პროდუქციის ხარისხის სტანდარტების დაცვა გამოჭრის პროცესის ყველა ეტაპზე; - წარმოების პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; - დაკისრებული სამუშაოს დადგენილ ვადებში (deadlines) შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - თარგის გამომჭრელად მუშაობის გამოცდილება მოდის, ატელიეს ან წარმოების სფეროში; - ხელით და სპეციალური საჭრელი ინსტრუმენტებით მუშაობის გამოცდილება; - ქსოვილებისა და სხვადასხვა ტიპის მასალების მახასიათებლების ცოდნა; - სამუშაო პროცესის ეფექტურად დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; - თარგების წაკითხვისა და მათ მიხედვით ზუსტი მუშაობის უნარი; - ორგანიზებულობა, ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა, ტექნიკური სიზუსტე და მაღალი ხარისხის სტანდარტებზე ორიენტირებულობა; - ინტერესი მოდისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნის მიმართ.
დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.