8689 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W3RAXY9P გამოქვეყნდა 25 აგვ 13 ნახვა

აბლი ბაბლი

აბლი ბაბლი

ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომელი

აბლი ბაბლი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
₾1200–1500 / თვეში ბოლო ვადა:

აბლი ბაბლი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომლის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი მოლი

თუ გიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ხარ ენერგიული, პასუხისმგებლიანი და პოზიტიური, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ვის ვეძებთ? - ენერგიულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს; - პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც აქვს მოთმინების უნარი; - ადამიანს, რომელსაც გულწრფელად უყვარს ბავშვები და მათთან მუშაობა.

უპირატესობად ჩაითვლება: - ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა ან დასრულებული განათლება; - საბავშვო ბაღში, გასართობ ცენტრში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები - ბავშვების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა; - სათამაშო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა; - ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა; - სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობის შეთავაზება და ჩატარება; - სტუმრებისთვის სასიამოვნო და მეგობრული გარემოს შექმნა.

სამუშაო პირობები - სამუშაო საათები: 10:00 – 22:00 - ცვლა: 9-საათიანი სამუშაო დღე (1 საათიანი შესვენებით), მცოცავი გრაფიკით - დასვენება: კვირაში 2 დღე (მცოცავი)

სტუდენტებისთვის შესაძლებელია მორგებული გრაფიკის შეთავაზება. ანაზღაურება: ანაზღაურება შეადგენს 1 200–1 500 ლარს. პირობები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით და განიხილება გასაუბრების დროს.

თუ ფიქრობ, რომ სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ბავშვებთან ერთად პოზიტიურ და მხიარულ გარემოს შექმნის, გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აბლი ბაბლი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის