8375 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W43Q65NE გამოქვეყნდა 9 სექ 3 ნახვა

ეიჩეს კონსალტინგი

ეიჩეს კონსალტინგი

შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

ეიჩეს კონსალტინგი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "ეიჩეს კონსალტინგი" არის კომპანია ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით, რომელიც ორგანიზაციებს უწევს სრულ მომსახურებას აღნიშნული მიმართულებით.

პოზიცია: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე ობიექტზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება

** შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა

** ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების წარმოება

** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება

** დროებითი სამუშაოების საფრთხეებისა და რისკების კონტროლი

** შიდა აუდიტის პერიოდული ჩატარების ორგანიზება

** ორგანიზაციაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა

** მენეჯმენტის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმების შესახებ. ** მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება

** სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება

** საკანონმდებლო სიახლეების ასახვა ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელ არსებულ დოკუმენტებში

** ორგანიზაციის მენეჯმენტის კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე

** რეპორტინგის წარმოება

განათლება, უნარები, დამატებითი ცოდნა & თვისებები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება

** სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა. უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება

** შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა

** სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ცოდნა

** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა

** სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა

** სავალდებულოა ინსპექტირების ჩატარების ტექნიკის ცოდნა

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

** სასურველია ავტომანქანის ფლობა შესაბამისი მართვის მოწმობით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბრისა.

გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება, სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ეიჩეს კონსალტინგი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა