9349 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

W4N3Z7R5 გამოქვეყნდა 29 ოქტ 20 ნახვა

HRRA

HRRA

შესყიდვების სპეციალისტი

HRRA გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 ნოე

“დასაქმების სააგენტო ეიჩარი” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც დაქირავებული იქნება კომპანია შპს ეიჩარის მიერ, თმცა სამუშაო მოვალეობას შეასრულებს კომპანიისთვის Wimm-Bill-Dann Georgia (Pepsico).

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები: - შესყიდვის პროცედურების ორგანიზება და განხორციელება კომპანიის კორპორაციული მოთხოვნებისა და ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად. - ცენტრალიზებული ტენდერებისა და კონკურსების ორგანიზება და მხარდაჭერა, მათ შორის ბაზრის ანალიზი, კომერციული შეთავაზებების შეგროვება და შეფასება, მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და მომწოდებლის შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა. - შესყიდვის პროცედურების გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. - შიდა დამკვეთებთან და სხვა შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობა საჭიროებების განსაზღვრისა და ოპტიმალური შესყიდვითი გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით. - პოტენციური მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა. - ძირითად მომწოდებლებთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება. - მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ხარისხის, მიწოდების ვადებისა და მომწოდებლების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი. - მომწოდებლებთან სახელშეკრულებო საქმიანობის ორგანიზება და მხარდაჭერა, მათ შორის ხელშეკრულებებისა და დამატებითი შეთანხმებების მომზადება, შეთანხმება და ხელმოწერის უზრუნველყოფა. - ხელშეკრულების პირობების შეთანხმების პროცესში იურიდიულ, ფინანსურ და სხვა შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობა. - წლიური ეკონომიის (Savings) მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულების მხარდაჭერა. - შესყიდვების საქმიანობის ფარგლებში ფულადი ნაკადების (Cash Flow) მაჩვენებლების შესრულების მხარდაჭერა. - მომწოდებლებთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მხარდაჭერა, KPI-ების (ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების) სისტემის შემუშავება და შეთანხმება. - მომწოდებლების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი. - შესყიდვების საქმიანობის, მიღწეული ეკონომიისა და მომწოდებლებთან თანამშრომლობის შედეგების შესახებ ანგარიშგების მომზადება.

მოთხოვნები: - შესყიდვების სპეციალისტის, კატეგორიის ექსპერტის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება - რუსული ენის ცოდნა აუცილებელია - ინგლისური ენის ცოდნა სასურველია

თუ თქვენთვის ეს ვაკანსია საინტერესოა და თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: project12@hr.ge

წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა