8291 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W4P3E5N8 გამოქვეყნდა 2 სექ 14 ნახვა

ქვეპროგრამის კოორდინატორი

სტუდია ეიდისი
პირდაპირი

რას ნიშნავს „პირდაპირი“

ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.

ასაქმებ? პირდაპირი განცხადებები სარკისებურ ასლებზე მაღლა ჩანს, განაცხადები პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან აიღე შენი განცხადება უფასოდ.

თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს ქვეპროგრამის კოორდინატორის პოზიციაზე, "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის" ქვეპროგრამაში.

მისამართი: ქ. თბილისი, საირმის N5.

ორგანიზაციის შესახებ

"სტუდია ეიდისი" არის არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს სოციალურად დაუცველი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ახორციელებს პროგრამებსა და აქტივობებს სამიზნე ჯგუფის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და მათი ოჯახების მხარდასაჭერად.

ძირითადი მოვალეობები:

** ქვეპროგრამაში ჩართული სპეციალისტების გუნდის სამუშაოს კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის აღმოჩენა ქვეპროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებში; ** თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი; ** პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება; ** თანამშრომელთა შერჩევაში მონაწილეობის მიღება; ** ქვეპროგრამის ახალი თანამშრომლებისათვის სამუშაოს სპეციფიკის გაცნობა და ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** კორესპონდენციის წარმოება და დოკუმენტირება (კომპეტენციის ფარგლებში); ** თანამშრომლებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება; ** ბენეფიციართა ინდივიდუალური განვითარების გეგმების, ქცევის მართვის გეგმებისა და შეფასებების ვადების მონიტორინგი; ** ბენეფიციართა ოჯახის წევრებთან რეგულარული კომუნიკაცია, საჭიროებიდან გამომდინარე, ოჯახებისათვის კონსულტაციის გაწევა; ** ბენეფიციარებთან ბინაზე ვიზიტი გონივრული ინტენსივობით; ** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.

კანდიდატის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში, მედიცინაში ან მომიჯნავე სფეროში; ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office; ** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

უნარები:

** კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები; ** კარგი წერითი უნარები; ** ჯგუფში მუშაობის უნარები; ** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები; ** სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი; ** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი; ** სასურველია ელ. პორტალებთან მუშაობის გამოცდილება

შერჩევის ეტაპები:

** ელექტრონული განაცხადების განხილვა ** გასაუბრება

განაცხადის წარდგენა

გთხოვთ, თქვენს მიერ შედგენილი რეზიუმე (CV) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: adc.vacancy.ge@gmail.com

Subject ველში მიუთითეთ: "ქვეპროგრამის კოორდინატორი (თბილისი)"

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2 ოქტომბერი

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სტუდია ეიდისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის