8830 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W5PCHBWJ გამოქვეყნდა 10 სექ 9 ნახვა

IOTA HOTEL TBILISI

IOTA HOTEL TBILISI

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლი

IOTA HOTEL TBILISI გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი დასუფთავება
₾1100–1400 / თვეში ბოლო ვადა:

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიებს, დღის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის (ქალბატონი/მამაკაცი) პოზიციებზე.

"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები: - სასტუმროს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა; - სასტუმროს ტერიტორიის დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით; - სასტუმრო იოტას სრული ტერიტორიის სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა; - საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები: - პრიორიტეტად ჩაითვლება მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება დასუფთავების მიმართულებით; - სასურველია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის გრძნობა; - ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: - მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას; - მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის; - თბილ და მეგობრულ გარემოს; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - კვებით უზრუნველყოფას; - კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

ფიქსირებული ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1400 ლარამდე ანაზღაურება) გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ.N10.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ( "დღის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთგამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"OTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
IOTA HOTEL TBILISI
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა