მერჩენდაიზერი - ბათუმი
შპს „დიპლომატ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში (კარფურის ობიექტებზე).
კომპანიის შესახებ: „დიპლომატ ჰოლდინგი“ 2002 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოს მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: diplomatholding.com.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - კარფურის სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის საუკეთესოდ წარმოჩენა და
მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა; - პროდუქციის ვარგისიანობის ვადების მუდმივი კონტროლი; - პროდუქციაზე ფასების სიზუსტისა და ფასმაჩვენებლების სწორად განთავსების უზრუნველყოფა; - სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი.
სამუშაო პირობები და გრაფიკი: - სამუშაო ადგილები: „კარფურის“ (Carrefour) ფილიალები ბათუმში; - სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათ-კვირა დასვენება); - სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში.
პიროვნული თვისებები და უნარები: - კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა; - პუნქტუალურობა და მიზანდასახულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი.
როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — „მერჩენდაიზერი ბათუმი“. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.