AML სპეციალისტი
კომპანია "ტექნო კრედიტ პლიუსი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს სალომბარდე ტიპის სესხებს.
პოზიცია: AML სპეციალისტი ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ) ანაზღაურება: 1100 ლარი შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის მოთხოვნების შესრულება და მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა.
- შესაბამის საკითხებზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან კომუნიკაციის განხორციელება და საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობასთან კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის დადგენა.
- შესაბამისი კონსულტაციების გაწევა და დასკვნების მომზადება AML ნაწილში კომპანიის შესაბამისი თანამშრომლებისათვის.
- ფინანსური მონიტორინგის დაქვემდებარებული ანგარიშგებების შევსება და გაგზავნა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.
საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები
- იურიდიული განათლება (დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
- საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excell)
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი განახლებული CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 10 დეკემბრისა.
გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ სერვისის სახელწოდება, სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ჩვენს მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
გისურვებთ წარმატებას!