გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

W7MJKHGK გამოქვეყნდა 2 ნოე 12 ნახვა

მათემატიკის მასწავლებელი

შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

"გია მურღულიას უნივერსალური სკოლა" აცხადებს მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას საბაზო და საშუალო საფეხურზე.

სკოლა დაფუძნდა 2026 წელს. მისი დაარსების მიზანია ქართველის, საქართველოს მოქალაქის აღზრდა, რომლისთვისაც მთავარია ეროვნული ღირებულებების შესწავლა, გააზრება, ერთგულება და ცხოვრების პრინციპად ქცევა; ამავე დროს - მოსწავლის მსოფლიო კულტურის მემკვიდრედ ჩამოყალიბება.

სკოლა აცხადებს, რომ არსებით ამოცანად ისახავს ისეთი ქართული სკოლის შექმნას, რომელიც განათლების ხარისხით კონკურენციას გაუწევს საუკეთესო საერთაშორისო ანალოგებს.

მიზნის მისაღწევად და ამოცანის გადასაწყვეტად სკოლა საზოგადოებას სთავაზობს თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას და ქმნის მენეჯერთა, პედაგოგთა და თანამშრომელთა ისეთ გუნდს, რომელსაც ყველაზე მაღალი აკადემიური, ორგანიზაციული და აღიარებულ წარმატებაზე ორიენტირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატებს);
  • საბაზო და საშუალო საფეხურზე მათემატიკის მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება (საჯარო ან კერძო სკოლაში);
  • სასკოლო კურიკულუმის ფარგლებში საგნობრივი პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

ფუნქცია-მოვალეობები

  • სასწავლო პროცესის წარმართვა სკოლის მისიაზე, ხედვაზე, ღირებულებებზე, საგანმანათლებლო პრინციპებსა და გრძელვადიან სასწავლო მიზნებზე ორიენტირებით;
  • მათემატიკის გაკვეთილების ჩატარება მრავალფეროვანი მიდგომების გამოყენებით, მათ შორის, პროექტზე, პრობლემის გადაჭრაზე, კვლევასა და აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლების გზით;
  • საგნობრივი კურიკულუმის შექმნა;
  • სასწავლო, მათ შორის ციფრული რესურსების შექმნა;
  • მოსწავლის ჰოლისტური განვითარების მხარდაჭერა კოგნიტური, ემოციური, სოციალური და მორალური კომპეტენციების სინერგიული გაძლიერებით;
  • მაღალი დონის სააზროვნო უნარების (კრიტიკული, ანალიტიკური, კრეატიული აზროვნება) განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მოდელების დანერგვა;
  • მოსწავლეებში თვითმართვადი სწავლის კულტურის ფორმირება;
  • პასუხისმგებლობის, თვითშეფასებისა და რეფლექსიის უნარების გაძლიერება;
  • ინტეგრირებული და მულტიდისციპლინური სასწავლო გამოცდილებების დიზაინი: თემატურ ერთეულებზე დაფუძნებული სწავლება და სკოლის გარეთ სასწავლო ინიციატივები;
  • სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება;
  • მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის გაძლიერება თანამედროვე პედაგოგიური და ფსიქოლოგიური მიდგომების გამოყენებით;
  • პერსონალიზებული სწავლების უზრუნველყოფა: თითოეული მოსწავლის პროგრესის სისტემური მონიტორინგი, განმავითარებელი შეფასება და მიზნობრივი ინტერვენციების დაგეგმვა;
  • მშობლებთან კომუნიკაცია;
  • აქტიური თანამშრომლობა კოლეგებთან სასწავლო პროცესის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების მიღება-გაზიარების მიზნით;
  • აქტიური მონაწილეობა სკოლის ხარისხის მართვისა და უწყვეტი გაუმჯობესების პროცესებში, ინოვაციების ინიცირება და დანერგვა;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • უსაფრთხო, მხარდამჭერი და პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ჩართულობისა და მოტივაციის შენარჩუნებას.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • დიპლომის ასლი;
  • რეზიუმე (CV) ფოტოთი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • მინიმუმ 2 რეკომენდატორი;
  • პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატი / სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კონკურსის ეტაპები:

I ეტაპი - რეზიუმეების გაცნობა და გადარჩევა; II ეტაპი - შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; III ეტაპი - საჭიროების შემთხვევაში, სიმულაციური გაკვეთილის ჩატარება; IVეტაპი- საგნობრივი კურიკულუმების წარმოდგენა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "გია მურღულიას უნივერსალური სკოლის" მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "გია მურღულიას უნივერსალურმა სკოლამ" დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა