აქსესუარების ლოგისტიკის თანამშრომელი
კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას აქსესუარების ლოგისტიკის თანამშრომლის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (გურამიშვილის გამზირი, მეტროსთან) სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი (3 დღე კვირაში 10:00-19:00)
ძირითადი მოვალეობები: - ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლისა და განვითარების, გამოცდილება სავალდებულო არ არის, ჩვენ გასწავლით; - შეკვეთების დამუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება გადაზიდვამდე; - საწყობის მასშტაბით პროდუქციის მიღების, განთავსების, აღწერების წარმოება და მარაგების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; - საჭიროებიდან გამომდინარე პროდუქციის დროულად გაგზავნის უზრუნველყოფა კომპანიის სხვადასხვა ლოკაციაზე; - აქსესუარების საწყობში წესრიგის უზრუნველყოფა. - უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
ჩვენ გთავაზობთ - ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას; - ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; - სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები; - კორპორატიულ ბენეფიტებს (დაზღვევა, ფიტპასი და სხვა)
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
წარმატებას გისურვებთ!
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/VoWT3H7bFf
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.