საოპერაციო სპეციალისტი
თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული, იცი ქართული, რუსული და ინგლისური ენები, შეგიძლია საოფისე/CRM სისტემებში მუშაობა და გსურს ძალების მოსინჯვა ლოჯისტიკის სფეროში — საოპერაციო სპეციალისტის პოზიციაზე სწორედ შენ გეძებთ!
"Match Up Consulting"-ის პარტნიორი კომპანია ეძებს საოპერაციო სპეციალისტს (ლოჯისტიკის მიმართულებით)!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: ფიქსირებული — 1500 ლარი ხელზე ასაღები;
- სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ბელიაშვილი
- სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ 10:00-18:00 (1 სთ შესვენება)
- სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება
- ავტომობილების გაფორმების პროცესების მართვა და შესაბამისი საბუთების მომზადება.
- ფოთის ტერმინალში გახსნებისა და დაკავშირებული ოპერაციების კოორდინაცია.
- საზღვაო ხაზებთან და ტერმინალებთან მუდმივი კომუნიკაცია.
- ოფიციალური ელ-ფოსტის მართვა და CRM სისტემაში მუშაობა.
- მიღებული დოკუმენტაციის დახარისხება, აღრიცხვა და დამუშავება.
- ლოჯისტიკური საქმიანობისთვის დამახასიათებელი მიმდინარე ოპერაციების შესრულება და გადახდების მართვა.
აუცილებელია, რომ
- იცოდე ქართული და რუსული ენები კარგად.
- ინგლისური ენა — საშუალო დონეზე.
- ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/AYpxl