8399 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W992Y42S გამოქვეყნდა 27 აგვ 4 ნახვა

უფროსი ბუღალტერი

ივერმედი via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾2700 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "ივერმედი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა:

შპს "ივერმედი" დაარსდა 1995 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამედიცინო სახარჯი მასალის, აღჭურვილობის, იმპლანტებისა და აპარატურის რეალიზაცია-სერვისი. კომპანია დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის კადრებით ყველა სეგმენტში, რაც განაპირობებს, ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი და პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ნ. ბოხუას I შესახვევი №2 ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 17:30 ** ანაზღაურება: 2700 ლარი (დარიცხული)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებში ან მსგავს მიმართულებაში; ** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე; ** მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; ** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა; ** სამუშაოს შესრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, სასურველია ინგლისური ენის B1, B2 დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს; ** კარიერული განვითარებისა შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე: natia.goginashvili@ivermedi.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 სექტემბერი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ივერმედი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა