ოპერატორი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი! სამუშაო გრაფიკი: დისტანციური
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სავალდებულოა);
- გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
- კლინიკის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი სტანდარტების მიხედვით;
- პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- პაციენტების ჩაწერა კონსულტაციებსა და კვლევებზე;
- კლინიკის ოფიციალურ მეილსა და სოციალურ ქსელებში შემოსული წერილების პასუხი დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- სოციალურ მედიაში სამედიცინო სერვისებით დაინტერესებული მომხმარებლის იდენტიფიცირება და შეთავაზების გაკეთება.
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გამართული მეტყველება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 13.11.2026-მდე ელ.მისამართზე გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "ოპერატორი".
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.