ბრენდის მენეჯერი
შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- ბაზრის კვლევა და ანალიტიკა
- ბრენდის გაყიდვების ანალიტიკა (ABC ანალიზის გაკეთება, ბოსტონის მატრიცის გამოყენება)
- პლანოგრამის შექმნა და იმპლემენტირება, მაღაზიის კატეგორიების მიხედვით
- ფასწარმოქმნის შედგენა პროდუქტების მიხედვით
- მარჟინალობის კონტროლი როგორც ბრენდის, ასევე პროდუქტის ჭრილში
- ბრენდის მომგებიანობის კონტროლი
- მომწოდებლებთან ურთიერთობა
- პროდუქტის ვადების კონტროლი, საწყობის ხელმძღვანელის დახმარებით
- გაყიდვების გეგმის შედგენა და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან
- ბრენდის პრეზენტაციის შექმნა და მათი წარდგენა გაყიდვების გუნდსა და პარტნიორებთან
- პროდუქციის შეკვეთა საჭიროებისამებრ
მოთხოვნები:
- გამოცდილება იდენტურ ან მომიჯნავე სფეროში;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (აღნიშნული საჭიროება გამომდინარეობს უცხოური პროდუქტების მომწოდებლებთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით).
ლოკაცია: გლდანი გრაფიკი: 09:30 - 18:00 (ორშაბათი - პარასკევი) ანაზღაურება: 3000 ლარის ოდენობით ფიქსირებული (პირველი 3 თვე, სამი თვის შემდეგ + ყოველთვიური 500 ლარიანი საბონუსე ფონდი და კვარტალური 1500 ლარიანი ბონუსი)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ CV ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.