9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WA65KG7N გამოქვეყნდა 13 ოქტ 47 ნახვა

ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი

Techno Mall გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾800 / თვეში −54% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,728 ₾ · 20 განცხადება ბოლო ვადა: 11 ნოე

ელექტრო ინსტრუმენტებისა და დანადგარების წამყვანი სავაჭრო ცენტრი Techno Mall აცხადებსვაკანსიას ონლაინ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე — ნახევარი განაკვეთით.

WEB: https://technomall.ge FB: https://www.facebook.com/technomall.georgia

ვეძებთ კომუნიკაბელურ, სწრაფ და გაყიდვებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ არხებიდან შემოსული მომხმარებლების ხარისხიან მომსახურებას და დაინტერესების რეალურ გაყიდვად გარდაქმნას.

ძირითადი მოვალეობები: - Facebook, Instagram, WhatsApp და სხვა ონლაინ არხებიდან შემოსულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია; - შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის კონსულტაცია; - მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება; - პროდუქციის მახასიათებლების, ფასებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; - ონლაინ შეკვეთების მიღება და დამუშავება; - მომხმარებლისთვის დამატებითი და ალტერნატიული პროდუქციის შეთავაზება; - დაინტერესებულ მომხმარებლებთან Follow-up კომუნიკაცია და გაყიდვის დასრულება; - ონლაინ გაყიდვების ზრდაზე მუშაობა.

სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით - თვეში 15 სამუშაო დღე. სამუშაო საათები: 09:30 – 20:00.

ანაზღაურება: - ფიქსირებული: 800₾ NET; - გაყიდვების ბონუსი: პირადი გაყიდვების 0.5% (Gross); - ამანათი: თითოეულ დამუშავებულ/გაგზავნილ ამანათზე 1 ₾.

მოთხოვნები: - კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; - მომხმარებელთან სწრაფი და ეფექტური ონლაინ კომუნიკაცია; - გაყიდვებზე და შედეგზე ორიენტირებულობა; - Facebook, Instagram, WhatsApp და სხვა საკომუნიკაციო არხებთან მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ; - გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ელექტრო ინსტრუმენტებისა და ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი ბენეფიტი: - Element Fitness-ის აბონემენტზე 20%-იანი ფასდაკლება. - ეს პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს კვირის ძირითად ნაწილში - თავისუფალი გრაფიკის შენარჩუნება და ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად საკუთარი - გაყიდვების შედეგებით დამატებითი შემოსავლის მიღება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა