გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WCTDNJGM გამოქვეყნდა 6 ნოე 12 ნახვა

ვიდეომონტაჟის სპეციალისტი

ცერემონიი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 დეკ
შესვლა და განაცხადი

"ცერემონიი" სრული ციკლის პროდაქშენ კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზრისთვის პრემიუმ ხარისხის აუდიოვიზუალურ კონტენტს ქმნის. ჩვენი მომსახურება აერთიანებს შემოქმედებითი კონცეფციის განვითარებას, პროფესიონალურ ვიდეოგადაღებასა და პოსტპროდაქშენს — პოდკასტებიდან და YouTube ფორმატებიდან ინდივიდუალურ ვიდეოპროექტებამდე.

ჩვენი მიდგომა ეფუძნება გამორჩეულ ვიზუალურ ესთეტიკას, ტექნიკურ სიზუსტესა და წარმოების ყველა ეტაპის გააზრებულ მართვას. თითოეული პროექტი იქმნება დამკვეთის მიზნების, ბრენდის ხასიათისა და აუდიტორიის გათვალისწინებით — მკაფიო იდეითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.

ძირითადი მოვალეობები

  • სარეკლამო, ბრენდირებული და კორპორაციული ვიდეოების მონტაჟი და ვიზუალური თხრობის ჩამოყალიბება.
  • მრავალკამერიანი პოდკასტების, ინტერვიუებისა და სტუდიური გადაცემების სინქრონიზაცია და მონტაჟი.
  • ვიდეომასალის შერჩევა, დახარისხება, პროექტების ორგანიზება და არქივირება.
  • ფერების კორექცია და ფერების დამუშავება (Color Correction / Grading).
  • აუდიოს, მუსიკის, ტიტრების, სუბტიტრებისა და გრაფიკული ელემენტების ინტეგრირება.
  • სხვადასხვა პლატფორმისთვის ვიდეოების ადაპტირება, მათ შორის YouTube და შესაბამისი ფაილების ექსპორტი.
  • საბოლოო ხარისხის კონტროლი და დამკვეთის უკუკავშირის მიხედვით შესწორებების შეტანა.

აუცილებელი მოთხოვნები

  • პროფესიონალური ვიდეომონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება და ნამუშევრების პორტფოლიო.
  • Adobe Premiere Pro-ს ან DaVinci Resolve-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • Multicam Editing-ის, კადრის რიტმისა და ვიზუალური თხრობის პრინციპების ცოდნა.
  • Color Correction-ის, Codec-ის, Frame Rate-ისა და საექსპორტო ფორმატების ცოდნა.
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირება და ვადების დაცვა.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება

  • After Effects, Motion Graphics, Fusion და Sound Design-ის ცოდნა.
  • სარეკლამო და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე და ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ subject-ში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა