გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WD6HNV6Q გამოქვეყნდა 16 ნოე 7 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

₾1250 / თვეში ორიგინალზე გადასვლა ↗

გამოქვეყნდა 16 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

"ირაო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"ირაო" ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2004 წლიდან წარმატებით ემსახურება მომხმარებლებს. კომპანია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფის - Vienna Insurance Group-ის (VIG) წევრია.

ჩვენთან დაგხვდებათ ჯანსაღი და კოლეგიალური სამუშაო გარემო, სადაც თითოეულ თანამშრომელს საკუთარი უნარების სრულად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა აქვს.

სამუშაო პირობები

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 სთ
  • ანაზღაურება: 1250 ლარი (დარიცხული); ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით

ძირითადი მოვალეობები

  • საცალო (ფიზიკური პირები) და კორპორაციული (კომპანიები) კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
  • გაყიდვის სრული ციკლის მართვა, პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
  • გაყიდვების დადგენილი მიზნების შესრულება.

თქვენგან ველით

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარს;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
  • მიზანდასახულობასა და შედეგზე ორიენტირებულობას;
  • გაყიდვების სფეროში ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას (სასურველია).

ჩვენ გთავაზობთ

  • ადაპტაციის პერიოდში გამოცდილი კოლეგის მხარდაჭერასა და სადაზღვევო პროდუქტების შესწავლას;
  • პროფესიულ ტრენინგებს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • გაყიდვების შეჯიბრებებში მონაწილეობას, ფულადი პრიზებითა და ვაუჩერებით;
  • მუშაობას საერთაშორისო ჯგუფის წევრ, სტაბილურ კომპანიაში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორაციულ ნომერს;
  • FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/S0nSU5Dd

"ირაო" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა